ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

სალმან ქჰანმა სონაქში სინჰა კინოში მიიწვია

როცა ბოლივუდის ვარსკვლავმა სალმან ქჰანმა დაინახა სონაქში სინჰა "Fashion Show" - ზე ორი წლის წინ, მან არამარტო დაარწმუნა გოგონა რომ შეუძლია გახდეს წამყვანი მსახიობი თუ დაიკლებს წონაში, არამედ თავისი სიტყვა მოქმედებაშიც მოიყვანა, მიიწვია რა ის ფილმში "Dabangg", როგორც კი სონაქში ფორმაში ჩადგა.
ახლა კი როცა ფილმი დასასრულს მიუახლოვდა სალმანმა სონაქში კიდევ ერთ ფილმში მიიწვია.
ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა სულ ახლახან ქჰანების ვილაში, სადაც სალმანი ძმებთან და სონაქშისთან ერთად უყურებდა ფილმ "Dabangg"-ის სამუშაო მასალას.
ქჰანები განცვიფრებულები დარჩნენ სონაქშის გადაღებების რეზულტატით. სალმანიც აღფრთოვანებული დარჩა.
-მე გავაკეთებ კიდევ ერთ ფილმს თქვენთან ერთად - ნახა რა მასალა სქრაფადვე განაცხადა მან.
არბაზ ქჰანი (სალმანის ძმა), რომელიც აწარმოებს კიდევ ერთ ფილმს, ამბობს რომ სონაქში მიიწვიეს ამ ფილმში.
როგორც არბაზმა განაცხადა, ჯერ ადრეა საუბარი რა პროექტი იქნება ეს, თუმცა ფილმ "Dabangg"-გან მკვეთრად იქნება განსხვავებული, რადგან ეს იქნება თანამედროვე ქალაქური ფილმი.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails