ჯაია ცოცხალი, მხიარული გოგონაა პატარა ქალაქიდან და საშუალო შეძლების ოჯახიდან.
ამიტაბჰი განმსჯელი, განათლებული ახალგაზრდა ელიტარული ოჯახიდან.
გაცნობის მომენტისათვის ჯაია უკვე იყო ეკრანის ვარსკვლავი, ხოლო ამიტაბჰი ის ის იყო ცდილობდა გამხდარიყო ვარსკვლავი.
ამბობენ საპირისპირო მხარეები მიიზიდავენო.
1973 წლის ივლისში ჟურნალ "stardust"-მა გამოაქვეყნა სტატია მათი ქორწინების შესახებ, რომლითაც ღიად დასცინოდა ამიტაბჰს, რადგან რამდენიმე დღის წინ ის ის ამბობდა რომ არ აპირებს დაქორწინებას.
ჯაია კი არასოდეს მალავდა თავის სიყვარულს და სიამოვნებით ყვებოდა მათი ურთიერთობის შესახებ.
მათი ქორწილი მოხდა მოულოდნელად, ნაჩქარევად, განსაკუთრებული ხმაურის გარეშე.
ერთ-ერთ ინტერვიუში ჯაია ამბობს:
-ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ფილმ "Guddi"-ს გადაღებებისას და მაშინვე მოგვეწონა ერთმანეთი. ამის შემდეგ ჩვენ მთელ თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით. მას შემდეგ რაც ის სიყვარულში გამომიტყდა ჩვენ არც დავშორებულვართ. მე რათქმაუნდა მინდოდა მისი ცოლი გავმხდარიყავი, მე მას უბრალოდ, მხოლოდ დროის გასატარებლად როდი ვხვდებოდი.
ფილმი "დაგვიანებული შურისძიება" ეკრანებზე გამოვიდა 1973 წლის მაისში, ჩვენ კი დაქორწინებას ვაპირებდით სექტემბერ-ოქტომბერში, თუმცა მოლაპარაკებული გვქონდა რომ თუ ფილმი წარმატებული იქნებოდა ჩვენ ერთად წავიდოდით საზღვარგარეთ დასასვენებლად. როცა ამიტმა უთხრა ეს მშობლებს, მათ ნება არ დართეს. მათი აზრი იყო ასეთი: თუ ვაპირებდით დაქორწინებას უნდა გადაგვეხადა ქორწილი და შემდეგ გვემოგზაურა ერთად. ამიტმა დამირეკა მე და მომიყვა ეს, თან მკითხა, დავქორწინდეთ ახლა? მე ვუპასუხე, რომ გავაკეთებდი ისე, როგორც ის თვლის საჭიროდ.
ჩვენ არავის ვუთხარით ჩვენი ქორწილის შესახებ იმიტომ რომ როცა ცნობილი ადამიანები ქორწინდებიან იმდენი ხალხი იკრიბება ახლობლები და ნათესავები მეორე პლანზე გადადის. ჩვენ ასე არ გვინდოდა. ნიშნობა ქორწილამდე ერთი დღით ადრე ჩატარდა. ჩემმა მშობლებმა ტრადიციისამებრ მივიდნენ ბაჩანების სახლში და წამოიღეს ბეჭედი. მისი მშობლებიც მოვიდნენ ჩვენს სახლში.
ჩვენ დავქორწინდით 1973 წლის 3 ივნისს. მე გავთხოვდი სიყვარულით და მიმაჩნია რომ ერთი სიტყვით ვერ გამოთქვამ იმას, რასაც ოჯახი წარმოადგენს. ეს ყველასათვის თავისებურია.
ამბობდნენ რომ ჯაია ვერ აგვარებდა ურთიერთობას დედამთილთან. მას გაუჭირდა მიჩვეოდა ბაჩანების სახლის წესებს. გარდა ამისა ჭორები ამიტაბჰის რომანებზე ზინათთან, პარვინთან და სკანდალური რომანი რექჰასთან არ აძლევდა მოსვენებას მათ ოჯახს, მიუხედავად იმისა რომ ამიტაბჰმა ერთ-ერთ ინტერვიუში არაორაზროვნად თქვა, რომ არასოდეს არ მიატოვებს ჯაიას და მათი განქორწინება შეუძლებელია.
"მე ძალიან კონსერვატორი ვარ ამ საკითხში - განაცხადა მან - და გავაკეთე ერთადერთი და სწორი ნაბიჯი რომ დავქორწინდი ჯაიაზე. ის ძალიან კარგი ცოლია!"
ჟურნალ "Stardust"-მა ამიტაბჰი და რექჰა მიიწვია ფოტოსესიაზე. ფოტოსესიას ჯაიაც ესწრებოდა. აკვირდებოდა რა გადაღებების პროცესს, ჯაიამ ხმამაღლა შენიშნა რომ რექჰა არაბუნებრივად იქცეოდა. რექჰამ ამის გაგონებაზე ტირილი დაიწყო, ხოლო ამიტაბჰი ცდილობდა მის დაწყნარებას. სადღაც ამ პერიოდიდან დაიწყო მათი რომანი.
კინოინდუსტრია შოკში იყო. ამ დროისათვის ცნობილი იყო რექჰას რამდენიმე წარუმატებელი რომანი. მას იცნობდნენ როგორც თავშეუკავებელსა და ისტერიულ ქალს.

1975 წელს, მას შემდეგ რაც ის დაშორდა ვინოდ ქჰანას, მან აღიარა:
-მე ვერ ვიტან მამაკაცებს რომლებმაც დაანგრიეს ჩემი ბავშვური წარმოდგენები სიყვარულსა და რომანტიკაზე. ჩემთვის ურთიერთობა გართობის სახეა. სანამ ის გრძელდება მე ვიღებ სიამოვნებას, როცა მთავრდება მე აღარ ვიხედები უკან.
რაც შეეხება ბაჩანთან ურთიერთობას რექჰამ სამწუხაროდ უძილო ღამეები უფრო მეტი მიიღო ვიდრე სიამოვნება, განსაკუთრებით მათი რომანის ბოლო პერიოდში.
ბედის ირონიით ჯაია და რექჰა მეგობრები იყვნენ, თუმცა მათი მეგობრობა რექჰას სიტყვებით რომ ვთქვათ დასრულდა ჯაიას გულგრილობის გამო.
-იყო დრო - იხსენებდა რექჰა,- როცა მე ყურს ვუგდებდი მის ყველა რჩევას, ვუყვებოდი ყველა პრობლემას, მეგონა მართლა განიცდიდა ჩემს გამო ისეთ რჩევებს მაძლევდა, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ის საერთოდ ყველას "მრჩეველია", არიგებს რჩევებს მარჯვნივ და მარცხნივ მანამ, სანამ მას ეს სჭირდება.
ჯაიამ რათქმაუნდა იცოდა ამიტაბჰსა და რექჰას შორის არსებული რომანის შესახებ, მაგრამ მთელი ძალით ცდილობდა არ გაეცა თავი.
-მე ვიცნობ ჩემს ქმარს და რაც არ უნდა მოხდეს, მე არ მივატოვებ მას, - ამბობდა ჯაია, -ის საუკეთესო მამაა, როგორსაც ნებისმიერი შვილი ინატრებდა. მე არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ ბავშვს უმამოდ, ეს არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან.
ის იტანჯებოდა, მაგრამ ღირსეულად. თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც როცა მან აეროპორტში მისულმა ამიტაბჰის დასახვედრად, ნახა როგორ გადმოვიდა თვითმფრინავიდან მისი ქმარი რექჰასთან ხელჩაკიდებული. იყო შემთხვევები როცა ამიტაბჰის დედა რექჰას უმცროს რძალს ეძახდა. რიში კაპურისა და ნიტუ სინგჰის ქორწილში რექჰა "მანგალსუტრათი" და თმებზე "სინდურით" გამოცხადდა. ჯაიამ ესეც აიტანა.
ამასთან რექჰამ როგორც გარეგნული ისე შინაგანი ცვლილებებიც განიცადა. ის გახდა თავშეკავებული, მშვიდი და მომხიბვლელი.
მათი ურთიერთობა გრძელდებოდა და თითქოს ჩაკეტილ წრეში იყო მოქცეული.
ჯაიამ იცოდა რომ ის არ მიატოვებდა ოჯახს, რექჰამ იცოდა რომ მას ვერ აჩუქებდა შვილს, რომელზეც ასე ოცნებობდა და თავის მხრივ ამიტაბჰმაც იცოდა რომ ვერ გააბედნიერა ოჯახი, თუმცა ვერ მიატოვებდა ერთ ქალს მეორეს გულისათვის.
1980 წლის დეკემბერში, ფილმ "სასიყვარულო კავშირები"-ს გამოსვლამდე, რექჰამ გულახდილი ინტერვიუ მისცა ჟურნალ "Stardust"-ს:
- მე ვიცი რომ ვერაფერს მივიღებ ამ ურთიერთობიდან. ეს არ არის მთავარი. ადამიანისაგან მხოლოდ იმას უნდა ელოდო რისი მოცემაც შეუძლია. მრავალი წლის მანძილზე მე ძალიან შემიყვარდა ის, მაგრამ ამავე დროს მივხვდი რომ ადამიანი რომელიც მიყვარს სამწუხაროდ სუსტია. მას არ ძალუძს მიიღოს გადაწყვეტილება. მას მართავს ის როგორ უყურებენ სხვები ამ საკითხს. მაგრამ მე ის მიყვარს ყველაფრის მიუხედავად. როცა ჩვენ გავიცანით ერთმანეთი მე ვიყავი ძალიან დაკომპლექსებული, მაგრამ მან ჩამინერგა მე თავდაჯერება. ახლა კი თითქოს ჩვენი როლები გაიცვალა, მე თავდაჯერებული ვარ, ის კი - არა! ახლობელი ადამიანები მიჩევენ გავაჩინო შვილი. მათთვის ადვილია ამის თქმა, მაგრამ მე გავიზარდე უმამოდ და ვიცი ეს რა მძიმეა. მე მირჩვენია დაველოდო, სანამ მას ექნება სურვილი რომ გავუჩინო შვილი. როცა ის იქნება მზად პასუხისმგებლობისთვის რომ როცა დაჭირდება შვილს, ის იყოს მის გვერდით. ადრე მე სულელივით ვოცნებობდი რომ ყველა, მე, ის და ჯაია ვიცხოვრებდით ერთად და ვიზრუნებდით ერთმანეთზე. თუმცა ეს იყო სისულელე. ჯაიას სანამ ეგონა რომ მისი ქმარი მხოლოდ ერთობოდა შედარებით ადვილი იყო, თუმცა როცა მიხვდა რომ ამიტაბჰს მართლა შევუყვარდი, ის საგონებელში ჩავარდა. ერთხელ მან დამპატიჟა სადილად. ჩვენ ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე, ისე რომ არ გვიხსენებია ამიტაბჰი. მხოლოდ წასვლისას მითხრა მან:
-მე არასოდეს მივატოვებ მას, რაც არ უნდა მოხდეს.
ერთხელ მე თვალს ვადევნებდი ბაჩანების მთელ ოჯახს, ფილმის "ბედის განმგებელი"-ს ჩვენებაზე. ჯაია იჯდა პირველ რიგში, ხოლო ამიტაბჰი და მისი მშობლები მის უკან. მე კულისებიდან ვადევნებდი თვალს და შემეძლო ნათლად დამენახა მისი სახე. ყოველთვის როცა აჩვენებდნენ ჩემი და ამიტაბჰის სასიყვარულო სცენებს მის თვალებში ცრემლები იყო. ერთი კვირის შემდეგ მთელმა ინდუსტრიამ იცოდა თუ როგორ უთხრა ამიტაბჰმა თავის პროდიუსერებს რომ აღარ გადაიღებდა ჩემთან ერთად ფილმში. მე ვკითხე მას ამის შესახებ მაგრამ მან არ ისურვა ამაზე ლაპარაკი. მე გავბრაზდი და ვიჩხუბეთ. იმ დროისათვის მე ვიღებდი ფილმში "khoobsorat" და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რომ ფილმის მეორე ნახევარში მე აღარ მიკეთია ის ორი ბეჭედი რომელიც მან მაჩუქა. ადრე მე მათ ძილის დროსაც კი არ ვიშორებდი, მაგრამ როცა ვიჩხუბეთ მე ისინი გავუგზავნე მას. თუმცა შემდგომ მე მივხვდი რომ ეს ყველაფერი მნიშვნელ;ოვანი არ არის, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან ძვირფასია ჩემთვის, რომ მე არ შემეძლო ცხოვრება მის გარეშე.
ამ ყველაფერმა ჩვენი ურთიერთობა თითქოს უკეთესიც გახადა. ჩვენ არ შეგვეძლო შეხვედრა სახალხოდ მაგრამ ერთი მზერის გაცვლითაც კი უსიტყვოდ ვხვდებოდით ერთმანეთისას. ერთ-ერთ ცერემონიალზე მე წარმოვთქვი სიტყვები, რომლებიც ყველასაგან გაგებული იქნა როგორც ამიტაბჰის მიმართ ნათქვამი, არადა ეს სიტყვები მე ვთქვი ჯაიას მისამართით:
- მე შემოგხედე, მაგრამ შენ ზურგი შემაქციე. რატომ? შენ ნაწყენი ხარ, მაგრამ ვერ ხედავ რომ მე უარესად ვარ? შენს თვალებში ტკივილია, მაგრამ ნუთუ ვერ ხედავ შენ რომ ჩემი გულის ჭრილობები უფრო ღრმაა?
ჩვენი ურთიერთობები ალბათ არასოდეს იქნება კანონიერი. მე ვიცი, მან რომ მიატოვოს ჯაია, მე მის მიმართ პატივისცემას დავკარგავ. თუ მას შეეძლება მიატოვოს ჯაია, მიუხედავად იმისა რომ მან დათმო მისი გულისათვის ყველაფერი, მაშინ მე უფრო მალე მიმატოვებს. აი რატომ არ მივყვები ცოლად და არც გავყვები რომც შემომთავაზოს.
ალბათ ეს სიტუაცია ძალიან დიდხანს გაგრძელდებოდა რომ არა გადაწყვეტილება ზეციური ძალებისა. ამიტაბჰი გადასაღებ მოედანზე მძიმედ დაშავდა. ის ისე ახლოს იყო სიკვდილთან რომ მთელ თავისი ცხოვრებას ალბათ წამში გადაავლო თვალი. პირველი სიტყვები, რაც მან წარმოთქვა გონს მოსვლის შემდეგ ეკუთვნოდა ჯაიას:
-მე თავიდან რომ ვირჩევდე ცოლს, ისევ შენ აგირჩევდი!
1987 წელს რექჰამ თქვა:
-მე დავუბრუნე მას ქმარი ოქროს თასით.
ამით ისტორია დამთავრდა.
1990 წელს ჯაიამ განაცხადა:
-იმისათვის რომ ჩემი ოჯახი დაინგრეს, ჩემმა ქმარმა უნდა მითხრას: ჯაია, მე შენ აღარ მიყვარხარ, სხვა ქალი მიყვარს. თუ ეს არ მოხდება ჩემთვის სულერთია რას ამბობენ დანარჩენები. თუ ის რაიმეს აკეტებს ჩემს ზურგს უკან, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი. მას მოუწევს ცხოვრება სინდისზე ამის ტარებით.
ცხოვრება ზღვას ჰგავს რომელიც ადამიანთა ურთიერთობებს დროის სანაპიროზე ისვრის და წყვეტს მათ ბედს.
რექჰა ამას ვერ ხვდებოდა. ამიტაბჰმა ეს მიხვდა. ჯაიამ კი ეს თავიდანვე იცოდა.

1 комментарий:
me dgemde vfiqrob rom bachans isev uyvars regha
Отправить комментарий