რანბირი დასთან ერთად ბავშვობისდროინდელი მოგონებები ბაბუას შესახებ რანბირის სახეზე თბილ ღიმილს იწვევს
-მე მისი საყვარელი შვილიშვილი ვიყავი. ყოველთვის როცა დედა მიყვიროდა მე ვეძახდი ბაბუას და ის წყვეტდა კონფლიქტს. ვიყავი რა პირველი შვილიშვილი მე განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვიყავი. ყოველი კვირის ბოლოს შვილიშვილები ვიკრიბებოდით მის სახლში - ჩემბურში. ის იმარაგებდა დიდი რაოდენობით კანფეტებს და უხვად გვირიგებდა. ერთხელ როცა რუსეთში მიდიოდა მე ვთხოვე ეროვნული რუსული კოსტიუმი და მან უამრავი კოსტიუმი ჩამოიტანა, ყველა შესაძლო მოხატულობით.
რაჯ კაპურის კინოს თაყვანისმცემლად ის სკოლაში იქცა.
"ბატონი 420" იყო რაჯ კაპურის პირველი ფილმი რომელიც მე ვნახე და ის ღრმად შემოიჭრა ჩემს მეხსიერებაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ მან მოისურვა კინოინდუსტრიის ნაწილი გამხდარიყო. თუმცა რანბირის მამას უნდოდა რომ მას სანამ მსახიობი გახდებოდა მიეღო ტრადიციული განათლება.
-მე 12 კლასი დავამთავრე მუმბაიში და შემდეგ სასწავლებლად წავედი ამერიკაში. ყველა მირჩევდა რომ შევსულიყავი ბიზნეს სკოლაში, თუმცა არა მგონია სხვა რაიმეთი დავინტერესებულიყავი გარდა კინოსი.
საბოლოოდ მამამ დაუჭირა მხარი და ის შევიდა სამსახიობო ხელოვნების კურსებზე. რანბირი იხსენებს თავის მარტოხელა ცხოვრებას ამერიკაში.
-მე ვისწავლე საკუთარი ოჯახისა და ფულის დაფასება. ნიუ-იორკში მე მეგობრებთან ერთად დავდიოდი კ/თ-ში ჰინდი ფილმების სანახავად და იქ ყოფნის პერიოდში მე მუდმივად კურსში ვიყავი ჰინდი კინოსა და მუსიკის სიახლეებში. ეს კიდევ უფრო ამყარებდა ჩემში გადაწყვეტილებას ადრე თუ გვიან გავმხდარიყავი რეჟისორი.
ამერიკაში ყოფნის პერიოდში რანბირს არ ჰყოლია მეგობარი გოგონა.
-პირველი მეგობარი გოგონა ჯერ კიდევ მეშვიდე კლასში მყავდა. მაშინ ისეთი მიამიტი ვიყავი, როცა ურთიერთობა დასრულდა მე სასოწარკვეთამ შემიპყრო, ვიფიქრე რომ მეტად აღარავის შევიყვარებდი. ახლა უფრო სერიოზულად ვეკიდები სიყვარულს. ის არის მშვენიერი გრძნობა და ჩემი გატაცებების სიაში ის კინემატოგრაფის თანაბრადაა. მე მჯერა საქორწინო კავშირების. ქორწინება წინააღმდეგობას უწევს თავქარიან გატაცებებს. ჩემი ქორწინება იქნება სამუდამოდ.
რანბირი ხედავდა მისი მშობლების ქორწინება როგორ უძლებდა დროის გამოცდას. რანბირმა გააცნობიერა რომ რიში და ნიტუ საუკეთესო წყვილია ეკრანზეც და ისეც.
-რაჯ კაპური და ნარგისი იყო ერთ დროს საუკეთესო წყვილი ეკრანზე.
რანბირი აღიარებს რომ მას საოცარი ცხოვრება აქვს, თუმცა არ უნდა რომ იდეალური გახადოს მისი ცხოვრება, რადგან მაშინ არ ექნება სტიმული რაიმესკენ სწრაფვის.
გზა რომელიც რანბირმა აირჩია თავისი კარიერის შექმნისათვის სიამაყეს გამოიწვევდა ალბათ მის ბაბუაში. ის გატაცებით ასრულებს თავის სამუშაოს ზოგჯერ საკუთარი პირადი ცხოვრების ხარჯზეც. გადაღებებისას დიპიკა პადუკონიმ რამდენჯერ თავად თავად ჩააკითხა რანბირს რომ გაეტარებინა რაღაც დროის მონაკვეთი მასთან. თუმცა როცა რანბირი შეუდგება გადაღებებს მას აღიზიანებს ყველაფერი რაც ხელს უშლის მუშაობის პროცესს. ის იმდენად გაწონასწორებულია თავის სამუშაოზე რომ ახლობელი ადამიანებიც კი ხვდებიან რომ ის გადართულია მათგან.
ფილმის "Rosket Singh"-ის გადაღებებისას რანბირმა თავისუფლად შეისწავლა პენჯაბის ენა.
- მიუხედავად იმისა რომ დედაჩემი სიქჰებიდანაა, მე არ ვფლობდი ამ ენას. ამ ფილმის გადაღებისას მე ვატარებდი წვერს, მათ ტანსაცმელს, ვკითხულობდი სიქჰების წმინდა წიგნს და გავეცანი და პატივისცემით მოვეკიდე მათ კულტურასა და რელიგიას.
მიუხედავად იმისა რომ შეიძენს სახლს ის თვლის რომ მასში არასოდეს იცხოვრებს დაქორწინებულიც კი, რადგან არ სურს ცხოვრება მშობლებისგან შორს.
მას აქვს 40-დე რეჟისორის სია, რომლებთანაც სურს მუშაობა. ჯერ ეს მხოლოდ ჩანაფიქრია.
-ჩემთვის კინო მხოლოდ სამსახიობო თამაში არ არის. მე მიყვარს რეჟისორები. მსახიობები მთლიანობაში სამუშაო ინსტრუმენტებია და მათ გადააფასებს დრო.
მე ვარ რაჯ კაპურის, გურუ დატის, მეჰბუბა ქჰანის და ბიმალ როის ნამუშევართა შთაბეჭდილების ქვეშ. მამაჩემი მირჩევდა მენახა მათი ფილმები. ჩემზე შთაბეჭდილებას რეჟისორები ახდენენ, მათ გამიღვიძეს მე კინოსადმი სიყვარული. მე მაქვს უამრავი იდეა მაქვს რომელთა განხორციელება მინდა ცხოვრებაში. მაქვს პროექტი, რომელიც იქნება ჩემი ასაკის ახალგაზრდაზე და მჯერა რომ ჩემზე უკეთ ვერავინ გაართმევს თავს ამ პროექტს. მსახიობებსაც თავად შევარჩევ.
რანბირი აღფრთოვანებულია მამით და მისი თამაშით ფილმში - "სიყვარული დღეს და გუშინ". ის მიბაძვის ღირსია - ამბობს რანბირი.
- მე ვფიქრობ ჩემი ცხოვრება უკვე განსაზღვრულია წინასწარ. როგორ განვითარდება მოვლენები ეს ჩემს ხელთ არ არის. მე შემიძლია მხოლოდ მივყვე მას რაც ბედისწერითაა გათვალისწინებული.

Комментариев нет:
Отправить комментарий