ჯონ აბრაჰამი დაიბადა ინდოეთში, მუმბაიში, თუმცა მისი მშობლები ინდოეთში გადმოვიდნენ ირანიდან.
ბაკალავრიატის კურსის დამთავრებისთანავე ჯონიმ გადაწყვიტა გამხდარიყო მოდელი. ისეთი ათლეტური აღნაგობის მქონე ახალგაზრდისათვის როგორიც ჯონი არის ეს არ იყო ძნელი.
ის გადაიღეს დიდი რაოდენობით სარეკლამო როლიკებში მანამ სანამ მსახიობის კარიერას შეიქმნიდა.
ერთხელ მეგობრებმა მას შესთავაზეს მონაწილეობა მიეღო მამაკაცთა სილამაზის კონკურსში. მანაც სცადა ბედი. 1999 წელს მან გაიმარჯვა კონკურსში და გახდა წლის სუპერმოდელი. ამის შემდეგ ის წავიდა უცხოეთში. მას ჰქონდა რამდენიმე სამოდელო კონტრაქტი პარიზში და ლონდონში. თუმცა ჯონს მალე მობეზრდა სამშობლოსგან შორს და მივიდა დასკვნამდე რომ მას უნდა იცნობდნენ არა მარტო უცხოეთში არამედ ინდოეთშიც. ამიტომ ის დაბრუნდა მუმბაიში. დაბრუნებულმა რამდენიმე კლიპში გადაიღო, მათ შორის ერთ-ერთი იყო სიმღერის "CHUPKE CHUPKE" კლიპი ფილმიდან "სხვისი შვილი". ამ კლიპმა მას დიდი პოპულარობა და უამრავი შემოთავაზება მოუტანა კინოში გადაღების. მაგრამ ჯონი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული რომ შეეძლო სერიოზული როლების შესრულება და ამჯობინებდა ჯერ აღიარება მოეპოვებინა როგორც მოდელს.
პირველი ფილმი, რომელშიც ჯონ აბრაჰამმა გადაიღო არის ფილმი "JISM", რომელიც ეკრანებზე 2003 წელს გამოვიდა და ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ბოლივუდში. ფილმში ჯონის პარტნიორი იყო ბიპასა ბასუ.
ჯონი და ბიპაშა ერთმანეთს დიდი ხნით ადრე იცნობდნენ. მათ ერთმანეთი საავადმყოფოში გაიცნეს როცა ბიპაშა ავად იყო. შემდეგ დაახლოვდნენ, რამდენადაც ბიპაშა იმ დროისათვის სრულიად მარტო იყო მუმბაიში და ჭირდებოდა ვინმეს მხარდაჭერა. შემდეგ ამ ურთიერთობამ უფრო სერიოზული სახე მიიღო. ამიტომ მათი რომანი ეკრანზე სრულიად ბუნებრივი გამოვიდა.
როდესაც ფილმი გამოვიდა მე არ ვიყავი დელში რადგან გადაღებები მქონდა ამიტომ მე გამოვტოვე ფილმის გამოსვლის წინა ნერვიულობა და გამოსვლის შემდეგი ეიფორია - ჰყვება ჯონი, - მაინტერესებდა მიმიღებდა თუ არა მაყურებელი. მადლობა ღმერთს რომ მივიღე დადებითი გამოხმაურებები. ამ ფილმის შემდეგ ჯონსა და ბიპაშას შორის ისეთი რომანი გაჩაღდა რომ მათ სახელებს დღემდე ერთად მოიხსენიებენ.
-მე მჯერა სიყვარულის და ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა. ეს არის სიყვარულით ქორწინება. მამა სამხრეთ ინდოეთიდანაა, დედა კი ირანიდან. მამამ დაინახა თუ არა ის, მაშინვე შეუყვარდა. 5 წლის შემდეგ ისინი გაიპარნენ და მხოლოდ ჩემი დაბადების შემდეგ შეერთდნენ ოჯახები. მე მათ ვხედავ ერთად ისეთ ბედნიერებს, რომ მჯერა ისევ არსებობს სიყვარული.
ამჟამად ბოლივუდის ყველაზე სასურველი მამაკაცი განაგრძობს ფილმებში გადაღებას.
-როგორია გყავდეს ცხოვრებაში საყვარელი ქალი, რომელიც ყველა მამაკაცისათვის სასურველია?
- რა გითხრათ? მე რჩეული ვარ!
- ის მუდმივად მამაკაცების ყურადღების ცენტრშია. თქვენ როგორ რეაგირებთ ამაზე? არ გრძნობთ თავს მის პირად მცველად 24 საათის განმავლობაში? ეს არ აფუჭებს თქვენს ურთიერთობას?
- მე სრულიად ვენდობი ბიპაშას და დარწმუნებული ვარ მას შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ სიტუაციას და ნებისმიერ მამაკაცს, იქნება ეს მსახიობი თუ სხვა ვინმე.
- დადის ჭორები რომ თქვენ გქონდათ უსიამოვნება იმის გამო რომ თქვენ გინდოდათ დაქორწინება, ბიპაშას კი ეს არ სურდა.
-დაქორწინება ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, მაგრამ უახლოეს წლებში მე ჩემს თავს დაქორწინებულს ვერ ვხედავ. მე ვარ ადამიანი ვისაც სჯერა ქორწინების ინსტიტუტის, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ჯონ აბრაჰამის სადებიუტო კლიპები
სიმღერის კლიპი ფილმიდან "ნდობა"
2 комментария:
ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური მსახიობი! ძალიან მომწონს! სხვათაშორის როგორც მსახიობი ბევრ მისი თაობის მსახიობსაც ჯობია! მისი ფილმები ყოველთვის საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს ეხება!
joni mec momwonc,es klipebi rom vnaxe ashkarad daixvewa dzalian.exla jobia. nini
Отправить комментарий