ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

"ჩემი სახელია ქჰანი" - კარან ჯოჰარის სარისკო, მაგრამ გამართლებული სვლა

ფილმი "ჩემი სახელია ქჰანი", რომლითაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სტუმრობდნენ კარან ჯოჰარი, შაჰრუჰ ქჰანი და კაჯოლი ეს არის კარან ჯოჰარის ადრინდელი ფილმებისაგან აბსოლიტურად განსხვავებული პროექტი, თუმცა მისი ხელწერაც აშკარაა. მასში არ არის კომიკური გადახვევები და ფილმს აქვს ერთი მთავარი სათქმელი.
ფილმის მთავარი გმირი რიზვანი, რომელსაც შაჰრუჰ ქჰანი ასახიერებს, ძმასთან და დედასთან ერთად გაიზარდა საშუალო ფენის ოჯახში. ბავშვობიდანვე რიზვანი მისი ასაკის ბავშვებისაგან განსხვავდებოდა, თუმცა დედის ჩათვლით ვერავინ ხვდებოდა ამის მიზეზს. ის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა მის მიმართ და სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი უფროსი ძმის ეჭვიანობისა მის მიმართ, რის შედეგადაც ზაქირი (ჯიმი შერგილი) ოჯახიდან მიდის ამერიკაში. წლების შემდეგ მიუხედავად ამისა რიზვანი მასთან ჩადის საცხოვრებლად. მისი ფსიქოლოგი მეუღლე უსვამს დიაგნოზს რიზვანს რომ ის დაავადებულია მსუბუქი აუტიზმით, რაც ართულებს მის სოციალურ ინტეგრაციას. რიზვანი იწყებს ზაქირთან მუშაობას და იგი გაიცნობს ინდუს ქალს, მანდირას და მის ვაჟს. წყვილი ქორწინდება და 11 სექტემბრის მოვლენებამდე ყველაფერი კარგად მიდის...
მთლიანობაში ფილმი მომაჯადოებელი სიყვარულის ისტორიაა რომელიც მსოფლიოს შემძვრელი მოვლენის და რელიგიური ასპექტის ფონზე ვითარდება. გთავაზობთ ამონაწერებს პრესიდან:
- კომერციულად წარმატებული, სიუჟეტურად სწორხაზოვანი. ფილმი რომლის მთავარი მშვენება არ არის ცეკვა და სიმღერა.
ეს ფილმი რადიკალურად ცვლის ბოლივუდის ფილმებს სამუდამოდ.
კარან ჯოჰარმა გააკეთა სვლა რომელიც სარისკო იყო თუმცა გამართლებულიც.
ფილმი აბსოლიტურად ლოგიკურია და ღირებული.
-რეჟისორმა კარან ჯოჰარმა ახალი სული შთაბერა ბოლივუდის დრამატულ ტენდენციას, გონებრივად შეზღუდული მთავარი პერსონაჟისა და მისი მოყვარული მეუღლის შემოყვანით.
მსახიობების თამაში ოსტატობის მწვერვალზეა. შაჰრუჰის შესრულება კი მისი თაყვანისმცემლების გულებს "დაადნობს".
მიეცით ამ მსახიობს "filmfare"-ს ჯილდო!

გთავაზობთ კადრებს ფილმიდან და გადასაღები მოედნიდან


























Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails