თხოვნით
სანჯაი დატი დაიბადა 1959 წლის 29 ივლისს ინდოეთში.
ის არის ლეგენდარული მუსულმანი მსახიობის, ნარგისის და ინდუსი მსახიობის, რეჟისორის და პოლიტიკის სუნილ დატის შვილი. სუნილ დატი მოგვიანებით მოწინააღმდეგეთა პოლიტიკური ინტრიგების გამო იძულებული გახდა წასულიყო პოლიტიკიდან. სამი შვილიდან ის ყოველთვის იყო რჩეული, რადგან იყო პირველი შვილი, ხოლო მისი დები ნამრატა და პრია დღემდე თავიანთი ცნობილი ოჯახის ჩრდილში იმყოფებიან.
მისთვის შექმნილი იყო პირობები იმისათვის რომ გაეგრძელებინა ოჯახის ტრადიცია და გადაეღო კინოში.
1981 წელს მისთვის სპეციალურად დაიწერა ფილმის სცენარი და ამ ფილმზე დიდ იმედებსაც ამყარებდნენ, თუმცა როცა ფილმი ჩავარდა და ყველამ შეამჩნია რომ სანჯაის უმეტყველო მზერის მიზეზი ნარკოტიკები იყო, მის წინ მძიმე ფარდები დაეშვა.
იმ მომენტისათვის არენაზე გამოვიდა მისი საუკეთესო მეგობარი და შემდგომ უკვე მისი სიძე - გაურავ კუმარი.
სანჯაის კარიერა დასაწყისშივე მყოფი, მკვეთრად წავიდა დაბლა.
თუმცა ბედმა ეს არ აკმარა და და შემდეგი დარტყმაც მიაყენა სანჯაის. მძიმე დაავადებამ მას დედა წაართვა. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა სანჯაის მიდრეკილება ნარკოტიკებისადმი. ის ეძებდა გამოსავალს და თავშესაფარს ტკივილებისაგან თავის დასაღწევად. თუმცა ერთხელაც თავის მოკვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მან გადაწყვიტა რაც არ უნდა მომხდარიყო თავი დაეღწია ამ ყველაფრისათვის. ერთ-ერთი სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის შემდეგ ის დაბრუნდა გადასაღებ მოედანზე მაჰეშ ბჰატის ფილმით "სახელი", რამაც მას დიდება მოუტანა.
მსახიობის ცხოვრებაში უკეთესი ხანა დადგა. ის დაქორწინდა რიჩა შარმაზე და სამყაროს მოევლინა მისი საყვარელი ქალიშვილი - ტრიშალა. გაჩნდა უამრავი როლები და შემოთავაზებები. თითქოს ყველაფერი კარგად იყო და უცბად 1993 წელს, სანჯაი დაადანაშაულეს იარაღის უკანონოდ შენახვაში და როგორც კი გადამღები ჯგუფის თვითმფრინავი დაეშვა აეროპორტში სანჯაი დააპატიმრეს. დაიწყო დაუსრულებელი იურიდიული პროცესები და ბრძოლები და სანჯაი 15 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ის თავისი თაყვანისმცემლებისათვის ერთგვარ ღვთაებად იქცა.
გამოსვლიდან ორ თვეში სანჯაიმ თავს სრულიად დაეუფლა და წესრიგში მოიყვანა როგორც სული ასევე სხეული. მას უნდოდა დაემტკიცებინა ყველასთვის რომ ვერც ახლობელი ადამიანის დაკარგვამ და ვერც ციხემ ვერ ჩაკლეს მასში მებრძოლი სული.
ისევ ვარსკვლავური პერიოდი, რასაც მოჰყვა ახალი ბედის დარტყმა მის ცხოვრებაში. ტვინის კიბოს შედეგად გარდაიცვალა რიჩა, სანჯაის მეუღლე.
მოგვიანებით წინა პლანზე გადმოვიდა მისი ფარული გატაცების საგანი, წარსულში სტიუარდესა, შემდგომში კი მანეკენი, რჰეია პილაი. მან შეძლო გაემხნევებინა სანჯაი მისთვის მძიმე დღეებში.
მხოლოდ 5 წლის შემდეგ სანჯაიმ ისევ გადაწყვიტა შეექმნა ოჯახი და შესთავაზა რჰეიას გაჰყოლოდა ცოლად. მათი ქორწინება 1998 წლის 14 თებერვალს შედგა.
ამჟამად სანჯაი არა მარტო ვარსკვლავის, არამედ კარგი ადამიანის სახელით სარგებლობს და უამრავ როლზეც მუშაობს... მისთვის სპეციალურად იწერება სცენარები.
სანჯაი დატი და პადმინი კოლჰაპური ფილმში "ყოვლისშემძლე"
Комментариев нет:
Отправить комментарий