ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

вторник, 27 апреля 2010 г.

შაჰრუჰ ქჰანმა რიტეშ დეშმუკჰი გაანაწყენა

როგორც ცნობილი გახდა დიდი თანამშრომლობა და მეგობრობა შაჰრუჰსა და რიტეშს შორის წარსულს ჩაბარდა. ნებით თუ უნებიეთ შაჰრუჰმა შეურაცჰყო რიტეში ისე, რომ გამოსავალი არ ჩანს.
ცნობილი გახდა რომ ფილმში "RA.ONE" მთავარი უარყოფითი გმირის როლი თავიდან რიტეშს უნდა ეთამაშა, ის იყო რეჟისორის პირველი არჩევანი. თუმცა მოგვიანებით ეს როლი არჯუნმა მიიღო, მიუხედავად იმისა რომ აწუხებს ზურგის ტკივილები.
რიტეშს ხმამაღლა არ გამოუხატავს წყენა, თუმცა სანდო წყარო იუწყება რომ ის ძალიან შეურაცყოფილია.
რაც შეეხება შაჰრუჰს ის ერთიმეორეს მიყოლებით კარგავს მეგობრებს ბოლო პერიოდში. სალმანთან მისი ურთიერთობის შესახებ საყოველთაოდაა ცნობილი, თუმცა ახლახან ცნობილი გახდა რომ მისი მეგობარი და ამავე დროს კონკურენტი ფარა ქჰანიც ჩამოშორდა მას და დაუკავშირდა მის ყველაზე დიდ კონკურენტს აქშაი კუმარს.
ახლა კი რიტეშ დეშმუქჰი გაანაწყენა იმით რომ მის ნაცვლად როლზე უფრო უახლოესი მეგობარი არჯუნ რამპალი მოიწვია. როგორც იუწყება სანდო წყარო ისინი არ ელაპარაკებიან ერთმანეთს.
არავინ იცის რა არის შაჰრუჰს ასეთი საქციელის მიზეზი, მაგრამ მე ვფიქრობ ამის გამართლება შეიძლება იმით, რომ მსახიობებს სჯერათ ცრურწმენების. როგორც ცნობილია ფილმში "Om Shanti Om", არჯუნმა შესანიშნავად ითამაშა უარყოფითი როლი და შესაძლოა შაჰრუჰს აღარ უნდოდა ექსპერიმენტის ჩატარება და უნდოდა ნაცნობი კომბინაციის განმეორება კომერციული თვალსაზრისით.
ნებისმიერ შემთხვევაში რიტეში მოტყუებული და განაწყენებული დარჩა.

1 комментарий:

Megi Benia комментирует...

"მე ვფიქრობ ამის გამართლება შეიძლება იმით, რომ მსახიობებს სჯერათ ცრურწმენების. როგორც ცნობილია ფილმში "Om Shanti Om", არჯუნმა შესანიშნავად ითამაშა უარყოფითი როლი და შესაძლოა შაჰრუჰს აღარ უნდოდა ექსპერიმენტის ჩატარება და უნდოდა ნაცნობი კომბინაციის განმეორება კომერციული თვალსაზრისით." მეც ასე მგონია!
თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ნამდვილად ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან ადვილად კარგავს მეგობრებს! ეს აშკარაა!

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails