ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

შრიდევი

შრიდევი - გასული წლების ბოლივუდის დიდებული ვარსკვლავი, მსახიობი რომელიც პირველად 4 წლისა გადაიღეს ფილმში და მას შემდეგ რეკორდული რაოდენობის ფილმებში ითამაშა როგორც ჰინდი კინოში, ასევე ტელუგუსა და ტამილის ფილმებში.
ბევრი მსახიობისაგან განსხვავებით შრიდევი ფლობდა არა მარტო გარეგნულ სილამაზეს, არამედ უდიდეს ნიჭსაც, რამაც საშუალება მისცა მას საგრძნობლად გაეფართოვებინა ტიპიური ინდოელი მსახიობის ამპლუა.
ის დაიბადა 1963 წელს, ხოლო 1967 წელს უკვე ითამაშა თავისი პირველი როლი ტამილის ფილმში. ბავშვობის წლებში მას არაერთხელ მოუხდა ინდოელი ღვთაების როლი განესახიერებინა, რამაც შთააგონა დედას შეეცვალა მისი სახელი ამა, შრიდევის ფსევდონიმით.
მოზრდილობაში პირველი როლი მან 11 წლისამ ითამაშა და მალე გახდა მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობი სამხრეთულ კინოში, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ ისეთი წამყვანი სახეები სამხრეთული კინოსი, როგორებიცაა კამალ ჰასანი და რაჯნიკანტი.
მაგრამ რეგიონის ფილმებში წარმატებები საკმარისი არ იყო და შრიდევიმ გადაწყვიტა მოეჯადოებინა ბოლივუდიც. მისი პირველი ბოლივუდური ფილმები ჩავარდა.
პირველი სუპერჰიტი მისი მონაწილეობით იყო ფილმი "Himmatwala". ცეკვის უნარმა და ლამაზმა ფიგურამ მას დიდი წარმატება მოუტანა. მისი და ჯიტენდრას დუეტი ამ ფილმში მოეწონა მაყურებელს და ამის შემდეგ მათ ხშირად იღებდნენ ფილმებში.
კინომწარმოებლები ძირითად აქცენტს მსახიობის სილამაზესა და მგრძნობიარობაზე აკეთებდნენ და ბოლომდე იყენებდნენ ამას, თუმცა მსახიობს აქვს როლებიც, სადაც მან შეძლო და გამოავლინა თავისი დრამატული ნიჭიც. ასეთ ფილმებს მიეკუთვნება ფილმი: "სიყვარულის სევდიანი ისტორია", რომელშიც კამალ ჰასანთან ერთად თამაშობს და სადაც გასაოცარი დამაჯერებლობით ითამაშა მეხსიერებადაკარგული გოგონას როლი, რომელიც პატარა ბავშვივით იქცევა. ამ ფილმისათვის მან მიიღო პირველი ნომინაცია "Filmfare"-ზე ჰინდი კინოში.
თანდათანობით შრიდევიმ დაიმკვიდრა ყველაზე მოთხოვნადი მსახიობის როლი ჰინდი კინოში. მისი ერთადერთი კონკურენტი იყო ჯაია პრადჰა, ასევე სამხრეთული კინოდან მოსული მსახიობი, ასევე მშვენიერი გარეგნობის და დიდებული მოცეკვავე. ეს ორი მსახიობი "ცივი ომის" მდგომარეობაში იყვნენ ერთმანეთის მიმართ და ფილმში ერთად მონაწილეობის დროსაც კი მხოლოდ გადასაღებ მოედანზე ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს.
თუმცა ჯაიას კარიერა ნელა მიედინებოდა, ხოლო შრიდევის ჰიტები ლამის იყო ყოველ კვირაში ერთხელ გამოდიოდა.
შრიდევი თანდათან მოიპოვებდა მაყურებლისა და კრიტიკების სიყვარულს და თანდათან უფრო ანათებდა, ჯაია კი ნელ-ნელა გადადიოდა უკანა პლანზე.
ჯაია თითქმის შეუმჩნეველი გახდა ფილმში "ღვიძლი შვილი", სადაც შრიდევის ტრაგიკული დედის როლმა დაჩრდილა ის და დიდი გამოხმაურებებიც მოიპოვა.
შემდგომ კი მიყოლებით " Filmfare"-ს სამი პრემია მიიღო და უკვე მისი სტატუსი, როგორც - ბოლივუდის დედოფლის, საკამათო აღარ იყო.
"გაელვება" - სკანდალური სურათი მამაკაცის სიყვარულისა ქალისადმი და შემდგომ მისი ქალიშვილისადმი გასაგები მიზეზების გამო არ იყო სათანადოდ შეფასებული ინდოეთში, თუმცა საზღვარგარეთ დიდი წარმატება ხვდა წილად და დიდმა სტივენ სპილბერგმაც კი შესთავაზა შრიდევის როლი თავის ფილმში. რატომღაც შრიდევიმ ვერ გადაწყვიტა გაერისკა თავისი წარმატებული კარიერა ინდურ კინოში ამერიკულ კინოში გაურკვეველი მომავლის გულისათვის.
თავისი კინოგმირებისაგან განსხვავებით ის ცხოვრებაში არც ისეთი წესებისა და ტრადიციების მიმდევარი გამოდგა. მას არ შეშინებია სიძნელეების რომელთანაც არის დაკავშირებული ხმაურიანი რომანი ცოლიან მამაკაცთან. მისი და მითჰუნ ჩაკრაბორტის რომანი საყოველთაო განსჯის საგანი იყო. თუმცა მოგვიანებით ორივე მსახიობი თავს არიდებდა ამაზე საუბარს. მითჰუნ ჩაკრაბორტი არასოდეს იყო განსახიერება ერთგული ქმრისა და მის ირგვლივ ყოველთვის იყო უამრავი სასიყვარულო ისტორიები პარტნიორებთან, თუმცა შრიდევი პირველი იყო ვინც ხმამაღლა მოითხოვდა გაყროდა მსახიობი კანონიერ ცოლს - იოგიტას და დაქორწინებულიყო მასზე. ითქვა ისიც რომ თითქოსდა ისინი დაქორწინდნენ და რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ ისე რომ მითჰუნი არ გაყრია თავის პირველ ცოლს. რის გამოც თითქოსდა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
90-ან წლებში შრიდევის კარიერა დაბლა დაეშვა. მას აღარ უმართლებდა ფილმებში.
ბოლივუდის ცის კაბადონზე კი ამ დროისათვის ახალი ვარსკვლავი აენთო. ეს იყო მადჰური დიქსიტი, რომელიც შრიდევის არც ნიჭითა და არც სილამაზით არ ჩამოუვარდებოდა. რაღაც დროის მანძილზე ისინი ერთად ანათებდნენ მაგრამ დროთა განმავლობაში მადჰურის ჰიტებმა დაჩრდილეს შრიდევის წარსული წარმატება.
შრიდევის რომელიც ამ დროისათვის 30 წლისა იყო, დაუდგა დრო ოჯახურ კერაზე ეფიქრა. 1996 წელს ის ცოლად გაჰყვა პროდიუსერ ბონი კაპურს, ანილის ძმას. მისი მეორე რჩეულიც ცოლიანი გამოდგა და დაქორწინდა მასზე ისე რომ არ მიუღია განქორწინება პირველი მეუღლისგან. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი შრიდევისათვის გაეჩინა მისთვის ორი ქალიშვილი. მხოლოდ 2005 წელს დაითანხმა ბონიმ მეუღლე როგორც იქნა და ისინი ოფიციალურად დაშორდნენ.
ამჟამად შრიდევი შორსაა კინოკარიერისგან. ის რეგულარულად იღებს მონაწილეობას ღონისძიებებში, ეხმარება ქმარს კინობიზნესში. დათუმცა მუდმივად არსებობს ჭორები რომ შრიდევი მონაწილეობას მიიღებს ამა თუ იმ პროექტში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ის კინოს არ უბრუნდება.

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails