თხოვნით
მეუღლესთან და შვილთან ერთად ახალგაზრდა, მშვენიერი და ნიჭიერი სონამი ნამდვილად იმსახურებს გინესის რეკორდების წიგნში შეტანას.
16 წლის ასაკში ის ერთდროულად იღებდა რამდენიმე ფილმში. ოჯახური მდგომარეობა აძულებდა მას ეშრომა მუხლჩაუხრელად.
კინოში მუშაობა არ იყო სონამისათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება. ჯერ კიდევ ბომბეის ქალთა სკოლაში სწავლისას ძალიან უყვარდა სცენების გათამაშება. სწავლა დიდად არ იტაცებდა და გაკვეთილებზე უმეტესად ეძინა.
როდესაც ის კინოინდუსტრიაში მივიდა მისი ძალების არ ეჯერათ. თუმცა იაშ ჩოპრამ ფილმ "გამარჯვება"-ში გადაღებით, სადაც სონამის პარტნიორი იყო რიში კაპური ის სწრაფადვე გახადა ცნობილი.
ერთ-ერთ ინტერვიუში სონამი ამბობს:
-რეჟისორი იაშ ჩოპრა რიშის პარტნიორ ქალს ეძებდა და მე მომიწვია. მან წამიერად გამხადა პოპულარული.
თუმცა ვხვდებოდი რომ პოპულარობისათვის მხოლოდ გარეგნობა საკმარისი არ იყო, ამიტომ გადაღებების დამთავრებებისთანავე მე თვითგანათლებით ვიყავი დაკავებული. მე გავიარე როშან ტანეჯის სამსახიობო ხელოვნების კურსი. ის თავის დროზე ასწავლიდა მითჰუნ ჩაკრაბორტის. შევისწავლე ცეკვა და ცურვის რამდენიმე სახე, რაც ძალიან გამომადგა.
თავის მხრივ იას ჩოპრაც მაღალ შეფასებას აძლევს სონამს.
-სონამი დაჯილდოებულია ქალურობით. ის არ ტამასობს, არამედ ცხოვრობს თავისი გმირების ცხოვრებით. ფილმში "სამი განრისხებული მამაკაცი" სონამი ბრწყინავდა მადჰური დიქსიტისა და სანგიტა ბიჯლანის ფონზე. მისი თამაში არავისას ჰგავს, მას გააჩნია ინდივიდუალობა და მიუხედავდ იმისა რომ ახალგაზრდაა მან უკვე მოიპოვა პოპულარობა.
მის გარემოცვაში როგორც ამბობენ სონამის პირადი ცხოვრება ბურუსით იყო მოცული. ის მამაკაცებს უფრო გარეგნობის მიხედვით აფასებდა და ამიტომაც ხშირად ცდებოდა.
არ ენდობოდა მსახიობ მამაკაცებსაც, რადგან ერთ-ერთმა მათგანმა მათი რომანის შესახებ პრესას მოუთხრო, თუმცა ქალიშვილის სახელ არ დაუსახელებია, სონამზე ამან ძალიან იმოქმედა.
მალე სონამი ცოლად გაჰყვა რეჟისორ რაჯეშ რაის. ამის შემდეგ მის კარიერას გაგრძელება არ ეწერა. 1994 წელს სონამი უკანასკნელად გამოჩნდა ფილმში, რომელიც მისმა მეუღლემ გადაიღო და რომალმაც დიდი წარმატება და შემოსავალი მოიტანა. თუმცა სონამი ეკრანებიდან სამუდამოდ გაქრა.
მიუხედავად იმისა რომ არც ისე დიდი რაოდენობის როლები ითამაშა, მან შეძლო ისე შეეყვარებინა თავი მაყურებლისათვის რომ დღესაც დიდია მოლოდინი მისი ეკრანზე დაბრუნებისა. თუმცა თავად სონამი ბედნიერია თავის ოჯახურ ცხოვრებაში და არ ნანობს რომ კინოდან წავიდა.
-ოჯახური ცხოვრება და კარიერა შეუთავსებელი იყო ჩემთვის. კარიერის დასაწყისში დარწმუნებული ვიყავი რომ სიცოცხლის ბოლომდე გადავიღებდი, თუმცა ასაკთან ერთად მოვიდა ცხოვრების შეცნობა და მე გადავწყვიტე თავი სრულიად მიმეძღვნა ოჯახისადმი. მე მინდა სრულფასოვანი განათლება მივცე შვილს. გადასაღებ მოედანზე დაბრუნების შესაძლებლობები არც ისე ცოტა იყო თუმცა არ მოვისურვე. მე ვფიქრობ ეს ჩემთვის განვლილი ეტაპია.
სიმღერის კლიპები ფილმიდან "სამი განრისხებული მამაკაცი"
Комментариев нет:
Отправить комментарий