ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

რექჰა

თხოვნით
რექჰა (ბჰანურექჰა განეშანი) არის მსახიობების, განეშანისა და პუშპავალის შვილი.
დაიბადა 1954 წლის 10 ოქტომბერს მადრასში.
ჰყავს შვიდი და და ერთი ძმა.
უყვარს კომიქსების კითხვა.
მისი საუკეთესო მეგობარი იყო მინა კუმარი.
საყვარელი უცხოელი მომღერლებია: "ბარბარა სტრეიზანდი, ბრაიან ადამსი, ვიტნი ჰიუსტონი და სტინგი.
უყვარს ბუნება და საკუთარ ბაღში ნარგავების მოვლა.
ვეგეტარიანელია.
ამჟამად ცხოვრობს მდივანთან, ფარზანასთან და ჰყავს შინაური ცხოველები.
გააჩნია დიდი კოლექცია შიფონის სარის, რომელთაგან უმრავლესობა ოქროსფერია.
მშობლების პროფესიიდან გამომდინარე მისთვის კინოსტუდია მეორე სახლად იქცა.
რექჰამ გადაღებები ადრეულ ასაკში, 13 წლისამ დაიწყო. იმ პერიოდისათვის მან ჰინდიც კი არ იცოდა, თუმცა მალევე შეისწავლა ჰინდიც და ცეკვაც.
მისი პირველი ფილმი იყო "Sawan Bhadon " (1970).
რექჰა საკმაოდ ჭკვიანი ქალი აღმოჩნდა. 80 - ანი წლების დასაწყისში იოგის დახმარებით მან დაიკლო წონაში და განიცადა საოცარი გარდასახვა. წლების მანძილზე ის მეფობს როგორც ნომერ პირველი ლედი ბოლივუდში. გარდასახვა იმდენად სრულყოფილი იყო რომ ის შეიცვალა არა მარტო გარეგნულად თითქოსდა ამაღლდა მისი მსახიობური პოტენციალიც. სწორედ ცხოვრების ამ ეტაპზე შემოვიდა ამიტაბჰ ბაჩანი მის როგორც კარიერულ ასევე პირად ცხოვრებაში. მათი ერთობლივი ფილმები ჰიტებად იქცა და ისინი გახდნენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წყვილი ინდური კინოს ისტორიაში. მათ ბევრ ფილმში ითამაშეს ერთად. განსაკუთრებით აღსანიშნავია იაშ ჩოპრას "სასიყვარულო კავშირები", რომელშიც მათთან ერთად ჯაია ბაჩანიც თამაშობს და ეს ფილმი ერთგვარად მათი სასიყვარულო სამკუთხედის ეკრანიზაციაა.
რექჰას ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი "ძვირფასი უმრაო", რომელშიც მან მოცეკვავის როლი ისეთი მომხიბვლელობით ითამაშა რომ მაყურებელი სამუდამოდ მოაჯადოვა კლასიკური ცეკვის ხელოვნებით და ეროვნული ჯილდოც მიიღო.

მისი გარეგნობის წყალობით რექჰას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მათ შორის ბოლივუდშიც. ისეთი ცნობილი სახეები როგორებიც იყო კირან კუმარი, ვინოდ მეჰრა, ჯიტენდრა, ამიტაბჰ ბაჩანი. მისი ქორწინება ვინოდ მეჰრასთან განქორწინებით დასრულდა. ამის შემდეგ ის ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ მუკეშ აგარვალს, თუმცა ეს ქორწინებაც განქორწინებით დამთავრდა და მუკეშმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
- მე მიყვარს სიცოცხლე, ვარ ცნობისმოყვარე და კარგი მომსმენი,
მე ვხვდები ადამიანებს, ვსწავლობ, ვაფასებ და ეს მეხმარება მე - განაცხადა მსახიობმა.

გთავაზობთ რამდენიმე სიმღერის კლიპს რექჰას მონაწილეობით ფილმიდან "თუ ჩემთან არა ხარ", სადაც მას პარტნიორობას ცნობილი მსახიობები, რაჯეშ ქჰანა და რაჯ ბაბარი უწევენ.










Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails