ის წლების განმავლობაში თამაშობდა უარყოფით გმირებს ინდურ ფილმებში და ბოლივუდში ცნობილი იყო როგორც "არამზადების" როლების საუკეთესო შემსრულებელი. მის მიერ შექმნილი უარყოფითი სახეები ეკრანზე იმდენად მასშტაბურია, რომ ღირსეულად ითვლება დადებითი გმირის პირისპირ და როდესაც დადებითი გმირი იმარჯვებს ამრიშ პურის გმირზე, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება რომ დამარცხებულია ნამდვილი ბოროტება. თუ უარყოფითი პერსონაჟი არ არის საშიში, მაშინ ის არ არის ეგრეთწოდებული "არამზადა" და მთავარი გმირის სახეც თითქოს უფერულდება ასეთ შემთხვევაში.
საინტერესოა რომ ამრიშ პური კინოში მოვიდა იმ ასაკში, როცა მსახიობები უკვე მიდიან კინოდან. მანამდე ის მოღვაწეობდა თეატრში, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა ეთამაშა ის როლები, რომლებიც მას სურდა და აქედან უდიდეს კმაყოფილებას იღებდა. თეატრალური მოღვაწეობა ძალიან დაეხმარა მას კინოში, სადაც პატარა უარყოფითი როლებით დაიწყო, რასაც მისი გარეგნობა უწყობდა ხელს. ხოლო ცნობილი გახდა მუგამბოს როლით ყველასათვის ცნობილ ფილმში "მისტერ ინდოეთი", რომელშიც მთავარ როლებში ანილ კაპური და შრიდევი თამაშობდნენ.
ცალკე განხილვის თემაა ამრიშ პურის ხმა. ეს რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა. მისმა ხმამ მაშინვე მიიქცია ყურადღება და ამ ხმამ კიდევ უფრო საშიში გახადა ის ეკრანზე. მსახიობი შესანიშნავად ფლობდა საკუთარ ხმას.
როლის არჩევისას მსახიობი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სცენარს მთლიანობაში. თუ სცენარი კარგი იყო ეს ნიშნავდა რომ როლიც საინტერესო იქნებოდა. იღებდა როგორც კომერციულ ასევე არაკომერციულ კინოში, იქ სადაც საინტერესო როლს შეხვდებოდა.
ბოლო პერიოდში რეჟისორებმა და პროდიუსერებმა გადაწყვიტეს რომ მას შეეძლო დადებითი როლების შესრულებაც. და თითქმის მოკლე პერიოდში უამრავ დადებით როლში გამოჩნდა.
მსახიობი თვლიდა რომ ფილმის შემქმნელები თავს ახვევდნენ ერთი სახის როლებს და არ აძლევდნენ საშუალებას გამოევლინა თავისი შესაძლებლობები.
მსახიობი თვლიდა რომ ფილმის შემქმნელები თავს ახვევდნენ ერთი სახის როლებს და არ აძლევდნენ საშუალებას გამოევლინა თავისი შესაძლებლობები.
ამრიშ პური კინოში იღებდა 25 წლის განმავლობაში.
აქვე დავამატებ რომ ის მონაწილეობდა აგრეთვე ცნობილ საბჭოთა-ინდურ ფილმში, "ჯუნგლების კანონით", მითჰუნ ჩაკრაბორტისთან და ირინა კუშნარიოვასთან ერთად.
გარდაიცვალა მსახიობი მუმბაიში, მძიმე ოპერაციის გადატანის შემდეგ, ტვინში სისხლის გაჟონვის შედეგად.

Комментариев нет:
Отправить комментарий