ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

ნოსტალგია - საბჭოთა-ინდური ფილმი "ლეგენდა სიყვარულზე"

თხოვნით
ჩემი თაობის ინდური კინოს მოყვარულებს ცხადია ახსოვთ რამდენიმე საბჭოთა ინდური ფილმი, რომლებშიც ინდოელ ვარსკვლავებთან ერთად საბჭოთა მსახიობებიც მონაწილეობდნენ და მათ შორის რათქმაუნდა ქართველი მსახიობებიც.

ერთ-ერთი ასეთი ფილმი იყო "ლეგენდა სიყვარულზე", რომლის რეჟისორებიც იყვნენ უმეშ მეჰრა (ინდოეთის მხრიდან) და ლატიფ ფაიზიევი (საბჭოთა კავშირის მხრიდან).
მათი ერთობლივი თანამშრომლობით კიდევ ერთი ცნობილი ფილმი "ალიბაბა და 40 ყაჩაღის თავგადასავალი" ნახა მაყურებელმა.

ფილმს "ლეგენდა სიყვარულზე" საფუძვლად დაედო აღმოსავლური ლეგენდა ახალგაზრდა ვაჭარზე, რომელსაც უგონოდ შეუყვარდა ახალგაზრდა მშვენიერი ასულის წყალში ნანახი გამოსახულება.
ფილმში ცნობილ ინდოელ ვარსკვლავებთან - სანი დეოლთან, პუნამ დჰილონთან და ზინათ ამანთან ერთად ცნობილი მსახიობი ფრუნზიკ მკრტიჩიანიც მონაწილეობდა.
ეს იყო და არის მშვენიერი ზღაპარი ჭეშმარიტი სიყვარულისა და მიხარია რომ თხოვნებში იყო სურვილი და ინტერესი ამ ფილმის შესახებ.
გთავაზობთ რამდენიმე სიმღერის ვიდეოკლიპს, იმისათვის რომ ფილმზე ნაწილობრივ მაინც შეგიქმნათ წარმოდგენა.










Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails