ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

მითჰუნ ჩაკრაბორტი - მუდმივი გაღიზიანების წყარო

ეს მართალია, მე ვაღიზიანებ ყველას უსასრულო შეკითხვებით, მანამ სანამ არ მივიღებ პასუხს, რომელიც მაწყობს. თუ რეჟისორი არ იცნობს ჩემი მუშაობის სტილს, დარწმუნებული იყავით ჭკუაზე შეიშლება - ამბობს მსახიობი.
ამჟამად მითჰუნს იღებენ საბავშვო კომედიაში.
თუ თამაშობ განსაზღვრულ სახეს შენ უნდა ჩასახლდე მასში. მე არ შემიძლია დავიძრა ადგილიდან თუ არ მეცოდინება საით მიემართება ჩემი პერსონაჟი. უნდა იყოს რაღაც მთლიანობა რომელიც მთელ ფილმში იქნება გატარებული - ამბობს მსახიობი.
მითჰუნ ჩაკრაბორტი 58 წლისაა. პირველი ეროვნული პრემია მან მიიღო დიდი ხნის წინ, თავისი დებიუტისათვის ფილმში, "სამეფო ნადირობა".
მითჰუნი მოსკოვში იმყოფებოდა ახალი ფილმის, "Zog lagaa ke ... haiya!", სარეკლამო კამპანიის ჩარჩოებში. ამ ფილმში ის თამაშობს ეროვნული პრემიის ლაურეატი სკულპტორის როლს, რომელიც ცხოვრებას აგრძელებს როგორც მაწანწალა.
-ყველაზე რთული ნაწილი ამ ფილმის იყო ჩემი პერსონაჟის გრიმი, - ამბობს მსახიობი, - ჩემთვის ეს იყო წამება, მთელი ფილმი ერთსადაიმავე ტანსაცმელში. ამას დამატებული ნიღაბი და წვერი. მარტო წვერი იწონიდა კილოგრამნახევარს და რეზინზე იყო დამზადებული. ჭამა შემეძლო მხოლოდ 14 საათიანი სამუშაო დღის შემდეგ. წყლის დალევასაც კი მხოლოდ ჩხირით ვახერხებდი და ეს
ჩხირი საშინლად მაღიზიანებდა.
ფილმი, "Zog lagaa ke ... haiya", გირიჯა ჯოშის სარეჟისორო დებიუტი და კომპანია "Gemini motion pictures"-ის პირველი კინოპროექტია. ინდოეთის გაქირავებაში გამოსვლამდე ამ ფილმმა იმოგზაურა სხვადასხვა

კინოფესტივალებზე და მოიპოვა პრიზები მექსიკაში, ჰიუნსტონში, ლას-ვეგასში, ჰავაის კუნძულზე. მითჰუნის გვერდით ფილმში ბევრი ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს მნიშვნელოვან როლებს. ფილმის სარეკლამო როლიკი მითჰუნმა გააკეთა და მასში გადაიღო თავისი ყოფილი ეკრანული პარტნიორის მუნ-მუნ სენის ქალიშვილთან, რიასთან ერთად.
-ეს მხოლოდ დასაწყისია! მე დარწმუნებული ვარ რიას გოგონასთან ერთადაც გადავიღებ. თქვენ დამელოდეთ. არ ვაპირებ შემოვისაზღვრო მხოლოდ ორი თაობით. ვგეგმავ გავაგრძელო სვლა. გაცილებით დიდხანს ვითამაშებ კინოში ვიდრე თქვენ გგონიათ - ამბობს მსახიობი.
რა არის მიზეზი იმისა რომ მსახიობი არ იძირება?
-პოზიტიური მიდგომა ყველაფრისადმი და გაწონასწორებულობა. ვერ ვიტან შეფერხებებს. თუ ფილმი ჩავარდა ვხედავ, ჩავარდა და მორჩა! უნდა გააგრძელო სვლა წინ. მე არ ვარ მიჩვეული ცხოვრებას ხვალინდელი დღით. ჩემთვის მხოლოდ დღევანდელი დღე არსებობს.
მსახიობი თავის დროზე ბრწყინავდა ისეთ ცნობილ ჰიტებში, როგორებიც იყო, "დისკოს მოცეკვავე", იცეკვე იცეკვე", "ცეცხლოვანი გზა" და სხვა.
ამჯერად მისმა უფროსმა ვაჟმა მიმოჰმაც მოსინჯა თავი კინოში, ფილმში "ჯიმი". თუმცა ამ ფილმსა და როლს დიდი რეზონანსი არ ჰქონია.
მითჰუნის კომენტარი შვილის კარიერასთან დაკავშირებით ასეთი იყო:
-ის შესანიშნავად ცეკვავს და აგრძელებს სამსახიობო ხელოვნების შესწავლას. მერე რა თუ პირველ ფილმს არ მოჰყვა წარმატება? მას წინ გრძელი გზა და დიდი ბრძოლა აქვს.
მიმოჰთან ერთად


1 комментарий:

Анонимный комментирует...

dzalian miyvars es msaxiobi

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails