ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 14 апреля 2010 г.

ვივეკ ობეროი: ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ "პრინცი"-ს წარმატებაში

რამდენადაც ვივეკ ობეროის პოპულარობა დღითიდღე იზრდება ეკრანებზე ფილმების "მსხვერპლი"-სა და "პრინცი"-ს გამოსვლის შემდეგ, გთავაზობთ ინტერვიუს რომელიც მსახიობმა სწორედ ამ უკანასკნელის გამოსვლასთან დაკავშირებით მისცა.
იყო ვარსკვლავი - ეს მარტო ფუფუნებაში ცხოვრებასა და მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებისაგან სიყვარულის მიღებას არ ნიშნავს. ყურადღების ცენტრში ცხოვრება მსახიობებს დაუცველს ხდის.
-ვარსკვლავის ცხოვრება მხოლოდ საოცნებო ავტომობილის ყოლა და ადამიანებს შორის პოპულარობა არ არის. ადამიანებს არ ესმით რომ ისინიც ძალიან ემოციურები არიან. მუდმივად ყურადღების ცენტრში მყოფნი, ისინი ცხოვრობენ ცხოვრებით რომელიც ყოველთვის არ იწვევს შექებასა და პატივისცემას თაყვანისმცემლებში.
მსახიობი ამტკიცებს რომ სწორედ ეს დაუცველობა აერთიანებს მას თავის გმირთან, ფილმში - "პრინცი".
-ფილმის გმირი გვევლინება როგორც დაუმარცხებელი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ერთდროულად რამდენიმე ადამიანსაც კი. შემდეგ კი ის ხდება დაუცველი. ის კარგავს მეხსიერებას და აღარ ახსოვს ვინ არის და რა შეუძლია, - გვიყვება მსახიობი, - ერთადერთი რაც იცის ის არის, რომ მისი დღეები დათვლილია და სიცოცხლის მხოლოდ 6 დღე დარჩა. მან უნდა გამონახოს საშუალება რომ იცხოვროს.
-ვივეკ, თქვენ კმაყოფილი ხართ იმ აჟიოტაჟით რაც ფილმის ირგვლივაა შექმნილი, თუ გსურდათ კიდევ მეტი ელაპარაკათ ხალხს ამ ფილმის შესახებ?
-სიმართლე გითხრათ კმაყოფილი ვარ. რამდენადაც ვიცი საიტებზე განცხადებების რეკორდი დაამყარა. მუსიკაც ძალიან პოპულარული გახდა ინგლისში, ამერიკაში და რათქმაუნდა ინდოეთში. მე ვფიქრობ ეს პიკს მიაღწევს ფილმის გამოსვლისას.
-რატომ მზადდებოდა ფილმი ასე დიდხანს გამოსვლისათვის?
-ასეთი ხარისხისა მასშტაბის ფილმის შექმნისათვის საერთაშორისო დონეზე საჭირო იყო სამი რამ: დრო, დრო და კიდევ მეტი დრო. ნებისმიერი მაღალი ხარისხის ქმნილებას სჭირდება დრო და ჩვენ ყველა დარწმუნებულები ვართ რომ ეს ფილმი ნამდვილად ღირს დახარჯულ დროდ.
-არც ისე შორ წარსულში ასეთი ჟანრის ფილმები: "ფორტუნა" და "მიტოვებული ფაბრიკა" ჩავარდა. ეს არ გაშინებთ?
-ყველაზე დიდი პრიორიტეტი ფილმისა "პრინცი", არის ის, რომ მას აქვს დიდი ისტორია სულის სიღრმეში, საინტერესო სცენარი. ეს არ არის უაზრო ტრიუკები. გასაოცარი მუსიკა, - ეს კიდევ ერთი განსაკუთრებულობაა. მე არანაირად არ მეშინია. ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ "პრინცი"-ს წარმატებაში.
- მძარცველებზე ფილმების ბევრი ვერსია ვნახეთ. ამ ფილმმა მოახერხა განსხვავებული ყოფილიყო?
-მიუხედავად იმისა რომ ფილმის ტექნოლოგია და მოქმედება წარმოადგენს ნამდვილად საერთაშორისო გლობალურ შეხედულებებს და შეფუთვაც ფილმის ასეთია, სულის სიღრმეში ფილმი აბსოლუტურად ბოლივუდურია.
-ფილმში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრიუკი...
-კი, ჩვენ ვფიქრობთ რომ ფილმი ასწევს ბოლივუდს რაღაც დონით მაღლა. მე 5 თვე ვსწავლობდი, რომ შემესწავლა ზოგიერთი ტრიუკი.
-ფილმში არის სამი წამყვანი პერსონაჟი ქალი: არუნა შილდსი, ნანდანა სენი და ნირუ სინგჰი. ალბათ გამოცდილებაა საჭირო რომ იმუშაო სამ ასეთ დიდებულ ქალთან ერთად.
-სამივე მშვენიერი ქალი ფილმის განუყოფელი ნაწილია. (იღიმება). არის ფილმში საინტერესო სცენები როცა ფილმის გმირი ცდილობს გაარკვიოს რომელია მათ შორის ნამდვილი და რომლის მიმართ აქვს ნამდვილი გრძნობა. ეს იყო დიდი სიამოვნება იმუშაო ასეთ მშვენიერ ქალბატონებთან. მათ დიდი ხიბლი შემატეს ფილმს.
-რას იტყვით მხურვალე კოცნაზე არუნასთან?
-ის თამამი და უშიშარი გოგონაა. ტრიუკების ეპიზოდების გადაღებების პროცესში მე ვიყავი ერთადერთი ვინც მას ამშვიდებდა, ხოლო ინტიმური სცენების გადაღებების პროცესში ის მამშვიდებდა, რამდენადაც მე არა ვარ ასეთი სცენების მოყვარული. მე უნდა მეკოცნა მისთვის 350 ადამიანის თანდასწრებით.
-ოღონდ არ მითხრათ რომ ღელავდით...
-მე თითქოსდა ჯოჯოხეთი გამოვიარე. არუნამ კი მითხრა: მოდუნდი, ნუ გეშინია, მე უკვე გადამიღია ასეთ სცენებში. ამ დროს მე უფრო ვგავდი ფილმის გმირ გოგონას. როცა შენსა და პარტნიორს შორის კარგი ურთიერთგაგებაა შედარებით ადვილია.
-ფილმი გამოდის ისეთ დროს როცა არცერთი ფილმი არ იყო წარმატებული და მომგებიანი. როგორ ფიქრობთ ეს შესაფერი დრო არის ფილმისათვის?
- ეს საუკეთესო დროა ფილმის გამოსვლისათვის. ფილმი იქნება ერთადერთი დიდი პროექტი აპრილის თვეში.
-თქვენი ცხოვრება დაბრუნდა სრულფასოვან წრეში. თქვენგან იღებენ ინტერვიუებს, იჩენენ დიდ ყურადღებას თქვენს მიმართ. რა სიახლეა თქვენს პირად ცხოვრებაში?
-მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ ცვლილებებით. მე ვაპირებ ყველაფერი შევინარჩუნო ამ სიმაღლეზე და გავწონასწორდე ჩემს ერთადერთ სიყვარულზე - სამუშაოზე.

2 комментария:

Анонимный комментирует...

netavi rogori filmi iqneba???

Megi Benia комментирует...

უდიდეს წარმატებას ვუსურვებ ვივეკს ჩემი მხრიდან! ძალიან მიყვარს! იმედია მიაღწევს ეს ფილმი დიდ პოპულარობას!

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails