ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 28 апреля 2010 г.

მიმოჰ ჩაკრაბორტი

ვისაც ახსოვს მიმოჰ ჩაკრაბორტი მისი პირველი ფილმიდან "ჯიმი", ალბათ განცვიფრებული დარჩება როცა ამ ფოტოს ნახავს.
ის ამჟამად ასე გამოიყურება.
მან განიცადა სრული გარდასახვა: თმებიდან დაწყებული - აღნაგობით დამთავრებული. მან წონაში 15 კგ დაიკლო ახალი ფილმის გადაღებებისთვის მზადებისას.
მიმოჰი ძალიან მადლობელია პროდიუსერის, სუნილ შეტის.

სუნილი ჩემთვის როგორც მამა ისე იყო ფილმის გადაღებების დროს ბანგკოკში. მან აიღო სრული მეურვეობა ჩემზე და მაიძულა დავმჯდარიყავი დიეტაზე.
მე არ მეგონა თუ რაიმე გამოვიდოდა რადგან მე ძალიან ფართო მხრები მაქვს. ეს დედისგან მერგო მემკვიდრეობით. სუნილი ასევე დამეხმარა იმიჯის შეცვლაში. ახლა ვგრძნობ რომ ძალიან შევიცვალე. თუმცა როგორც მოცეკვავე მე არასოდეს ვგძნობდი წონას. ჩემი პირველი ფილმი, "ჯიმი" ჩემი პირვანდელი სახის მაჩვენებელია, ხოლო ამიერიდან მე ვაპირებ დავიცვა რეჟიმი, რომელიც სუნილმა მირჩია.
მე ვთვლი რომ საუკეთესო ფორმაშია აქშაი კუმარი. მეც ვეცდები გავხდე ისეთი.
მიმოჰის კუმირები არიან: მაიკლ ჯექსონი და მოჰამედ ალი. მისი სახელიც მათ პატივსაცემადაა შერჩეული.
ცნობილი ვარსკვლავის შვილი მამას სახელით მიმართავს და აღიარებს რომ მისი ერთგული ფანატია.
-მე ყოველთვის ვთვლიდი მამას სუპერვარსკვლავად. მას სამი ეროვნული ჯილდო ერგო.
მისი შთაგონების წყარო არის აბიშეკ ბაჩანი.
-ისიც ისევე როგორც მე ვარსკვლავის შვილია. ის არ დარჩა მამის ჩრდილში. მის უამრავ წარუმატებელ როლებს არ შეურყევია მასში რწმენა საკუთარი თავისადმი. მან ღირსეულად მოისმინა ყველა კრიტკული მოსაზრებები რომლებიც მისი მისამართით ითქვა და დღეს ის ხალხი ვინც აკრიტიკებდა დითირამბებს უმღერიან.
აღფრთოვანებულია რიტიკ როშანით, როგორც მსახიობით და როგორც საუკეთესო მოცეკვავით.
- მე მისი მშურს და აღფრთოვანებულიც ვარ იმავდროულად.
რეჟისორმა გორავ პანდამ გააკეთა წარმატებული არჩევანი - პირველად შედგება მითჰუნისა და მიმოჰის დუეტი. ისინი ერთად ითამაშებენ ფილმში, რომლის რეჟისორის ასისტენტიც იქნება მითჰუნის მეორე შვილი, რიმო, რომელიც უკვე მუშაობდა იგივე ამპლუაში სოჰამ შაჰთან, ფილმზე "ფორტუნა".
მიმოჰმა აღნიშნა, რომ ბედნიერია, მამამ დრო რომ გამონახა ამ ფილმისათვის. ამჯერად რიმოც ჩვენთან ერთად იქნება, თუმცა ეს იქნება კამერის მეორე მხარეს სამუშაო.
თავის მხრივ რეჟისორი რომელმაც ასეთი არჩევანი გააკეთა თავისი ფილმისათვის ბედნიერია, რომ მითჰუნის გრაფიკში გამოიძებნა ფანჯარა და მან ზუსტი თარიღი დაასახელა გადაღებების დაწყების.
ფილმში მითჰუნი თამაშობს მცველის როლს, ხოლო მიმოჰი ბარმენის. ამრუტა სუბჰაში თამაშობს ყრუ გოგონას როლს, რომელიც მიმოჰის გმირს ავტობუსში შეხვდება და ეს შეხვედრა გახდება დასაწყისი ლამაზი სიყვარულის ისტორიის.
გარდა ჩამოთვლილი მსახიობებისა რეჟისორს სურს მთავარ როლზე მოიწვიოს ასევე პადმინი კოლჰაპური।
ახალი ფილმიდან
ძველი იმიჯი

Комментариев нет:

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails