ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

четверг, 8 апреля 2010 г.

სუშმიტა სენი - ყველაზე ლამაზი ინდოელი ქალი

სუშმიტა სენი დაიბადა 1975 წლის 19 ნოემბერს

როცა საუბარია ყველაზე ლამაზ ინდოელ ქალზე დღემდე სადაოდ რჩება ვინ უფრო ლამაზია აიშვარია რაი (მის მსოფლიო - 1994), სუშმიტა სენი (მის სამყარო -1994) თუ დია მირზა (მის აზია - 200)?
საკმარისია გადაავლო თვალი მათ შემოქმედებას კინოში, ხვდები რომ მიუხედავად სამივე ქალბატონის შესანიშნავი გარეგნული მონაცემებისა საკმარისია თვალი შეავლო სუშმიტას, რომ მოჯადოებულივით უყურებ მის ყველა მოძრაობას.
ამის მაგალითი ისიცაა, რომ სუშმიტამ კონკურსში "მის ინდოეთი - 1994" აჯობა აიშვარია რაის და გაიმარჯვა. აიშვარია კი მაშინ პირველი "ვიცე-მისი" გახდა, თუმცა ყველა ფიქრობდა რომ აიშვარია გაიმარჯვებდა. სუშმიტას ერთადერთი, თუ შეიძლება ნაკლი ეწოდოს არის ის, რომ ის ასაკზე გაცილებით მეტის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ამის შემდეგ სუშმიტა "მის ინდოეთის" რანგში მიდის "მის სამყაროს" კონკურსზე და იმარჯვებს. ის ხდება პირველი ინდოელი ქალი, ვინც მის სამყარო გახდა.
თუმცა იმავე წელსვე აიშვარია რაი "მის მსოფლიო"-ს ტიტულს იღებს.
ამის შემდეგ სუშმიტა იღებს მოწვევებს კინოში. მოგვიანებით კი, ისე რომ არ წყვეტს კინოში გადაღებას დაკავდება საკუთარი ბიზნესით. ხდება ბიზნესით დაკავებული პირველი ინდოელი მსახიობი ქალი.
მსახიობს გადაწყვეტილი აქვს 40 წლის ასაკამდე გადაიღოს კინოში.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას არც ისე წარმატებულია. მსახიობი არ არის გათხოვილი და არა ჰყავს საკუთარი შვილები. თუმცა 2000 წელს მან იშვილა პატარა გოგონა.

"მის ინდოეთი 1994" - სუშმიტა სენი და "ვიცე მის ინდოეთი" - აიშვარია რაი
"მის ინდოეთი - 1994" - კონკურსის ფინალის ვიდეომასალა

2 комментария:

Анонимный комментирует...

ulamazesi qalia tumca aishvarias axlandels ver jobiaaaaaaaaaa!!1
rusudani

Megi Benia комментирует...

რა თქმა უნდა უდაოა, რომ სუშმიტა ულამაზესია!
აიშვარიასაც ჯობია და დია მირზასაც!

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails