ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

пятница, 30 апреля 2010 г.

ანურაგ ბასუს ახალ ბიოგრაფიულ ფილმში რანბირი და დიპიკა ერთად იმუშავებენ

კიშორ კუმარი
მადჰუბალა ჯერ არ გამოსულა ანურაგ ბასუს ბოლო ნამუშევარი "ქაღალდის გველი", რომ მან უკვე ჩაუშვა წარმოებაში ახალი პროექტი, ბიოგრაფიული ფილმი ლეგენდარულ მომღერალზე კიშორ კუმარზე. ფილმზე უფლება მოპოვებული იქნა მომღერლის მეოთხე მეუღლის ლინა ჩანდავარკერისაგან. როგორც ცნობილია მომღერალი ოთხჯერ დაქორწინდა. მისი პირველი მეუღლე იყო პუმა გჰოში, მეორე მადჰუბალა, მესამე იოგიტა ბალი, ხოლო მეოთხედ მან იქორწინა ლინა ჩანდავარკარზე.
კიშორ კუმარის როლზე რეჟისორმა მოიწვია რანბირ კაპური, ხოლო მისი მეორე მეუღლის, მადჰუბალას როლზე თავიდან მიიწვიეს კატრინა კეიფი და ის უკვე სწავლობდა მადჰუბალას ცხოვრებას, თუმცა მოგვიანებით მან უარი განაცხადა როლზე იმ მიზეზით რომ ფილმში ასევე ითამაშებს პრიანკა ჩოპრა, რომელიც გონებრივად ჩამორჩენილ გოგონას განასახიერებს.
მადჰუბალა ერთ-ერთი მომხიბვლელი და ნიჭიერი მსახიობი იყო ინდურ კინემატოგრაფში. მას 70 - ზე მეტი როლი აქვს ნათამაშები კინოში. სამწუხაროდ ჩვენი მაყურებელი არ იცნობს მას. რამდენადაც ვიცი მისი მონაწილეობით მხოლოდ ერთი ფილმი შემოვიდა საბჭოთა კინოგაქირავებაში, თუმცა მე არც ის მინახავს და ეს მსახიობი მხოლოდ ვიდეომასალით და ფილმებიდან სიმღერების კლიპებით ვიცი.
როგორც ცნობილია კიშორისა და მადჰუბალას ქორწინების წინააღმდეგი იყო მომღერლის ოჯახი, რადგან მადჰუბალა მუსულმანი იყო. გარდა ამისა მადჰუბალა ავად იყო იმ პერიოდისათვის როცა კიშორმა მას წინადადება წაუყენა. ისინი მაინც დაქორწინდნენ. მადჰუბალას დაავადება სწრაფად პროგრესირებდა და 1969 წელს ის გარდაიცვალა.
მესამედ მომღერალი ასევე ცნობილ სახეზე, იოგიტა ბალიზე დაქორწინდა. მათ ორი წელი იცხოვრეს ერთად. იოგიტა მითჰუნ ჩაკრაბორტის მეუღლეა ამჟამად.
1980 წელს კი ის დაქორწინდა ლინაზე და სიკვდილამდე მასთან ცხოვრობდა.
კატრინა კეიფის ნაცვლად კი მოგვიანებით ეს როლი შესთავაზეს დიპიკა პადუკონის. მას ჯერჯერობით უარი არ განუცხადებია ამ როლზე.
ამ სენსაციურმა ამბავმა უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ფილმის ირგვლივ. თუ დიპიკა დათანხმდება ეს მათი პირველი ნამუშევარი იქნება გაყრის შემდეგ და საინტერესო იქნება როგორ მოახერხებს ერთად თამაშს ყოფილი წყვილი.

7 комментариев:

Megi Benia комментирует...

მართლაც რა საინტერესოა! როგორ მაინტერესებს როგორ შეძლებენ ერთად თამაშს! ისე ფილმი საინტერესო უნდა იყოს! რაღაც თემა მომეწონა!

Unknown комментирует...

კი, მეც მაინტერესებს მეგი, ესეც, "ქაღალდის გველი" -ც და ვივეკის ახალი ფილმიც "პრინცი"... ვიცი ეს ბოლო არ იქნება ინდურ სტილში გადაწყვეტილი, მაგრამ თემა შინაარსი მაინტერესებს... ეს იაშრაჯფილზის ახალი ფილმიც საინტერესო იქნება

Megi Benia комментирует...

ხო აბსოლუტურად გეთანხმები! კიდევ მაგათ მივუმატებდი ფილმს "Raajniti" ! ძალიან საინტერესო ჩანს ეგეც!

Unknown комментирует...

მართალია, ბევრი ფილმია ეგრე რომ ველოდები და გამომრჩა...

Megi Benia комментирует...

:D:D:D

Stranger комментирует...

Raajneeti მართლაც სერიოზული ფილმი ჩანს, პრემიერას მოუთმენლად ველი !

Анонимный комментирует...

Hi there, its fastidious piece of writing on the topic of media
print, we all be aware of media is a great source of facts.


Also visit my webpage ... Http://Www.Schullandheim-Freizeitcamp-Heubach.De/Guestbook

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails