ვიდია ბალანმა, რომელმაც ახლახან მიიღო "Filmfare"-ს ჯილდო, როგორც საუკეთესო მსახიობმა ამიტაბჰ ბაჩანის გმირის დედის როლისათვის ფილმში "მამიკო", ამპლუა შეიცვალა. ის აირჩიეს სამხრეთელი მსახიობის სილკ სიტჰალის როლზე.
ეკტა კაპური აკეთებს ბიოგრაფიულ ფილმს სამხრეთელი მსახიობი ქალის სილკ სიტჰალის ცხოვრების შესახებ რომელიც ართობდა პუბლიკას თავისი სექსუალური მოძრაობებით. ფილმის სახელწოდება იქნება "Dirty Picture". რეჟისორმა ექტა კაპურმა განაცხადა რომ 2 წელი ელოდა სცენარს ამ ფილმისათვის. საუბარია ქალების უფლებებსა და შესაძლებლობებზე და დიდების ბნელ მხარეზე.
რაც შეეხება მსახიობ სილკ სიტჰალს მან რამდენიმე სახასიათო როლი ითამაშა, მაგრამ პოპულარული გახდა ეროტიკულ ფილმებში გამოსვლებით. 1996 წელს ის იპოვეს მკვდარი თავის ბინაში. არის ეჭვი რომ უამრავმა იმეგაცრუებამ ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
1 комментарий:
ES MSAXIOBI DIDI ARAFERIA
Отправить комментарий